1 5 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მოითხოვს, შსს-მ ბოლნისში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყოს

„ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში დაფიქსირებულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უნდა დაიწყოს.“ - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის პროგრამების დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური სუბიექტის "ქართული ოცნების’’ ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატის მხრიდან დაფიქსირდა სისხლის სამართლის დანაშაულის კონკრეტული ფაქტი. მან, ტელეკომპანია "მთავარი არხი“-ს ჟურნალისტზე ჯეიხუნ მუჰამედალიზე, რომელიც აშუქებდა წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესს, განახორციელა ძალადობის მუქარა. ამით ხელი შეუშალა მის საქმიანობას, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დასჯადი ქმედებაა.

როგორც „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის წევრმა ალიკა კუპრავამ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

„მედიას გადამწყვეტი როლი ეკისრება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ღიად და სამართლიანად ჩატარებაში.  აღნიშნული ფაქტი ხელს უწყობს პოლიტიკურ ძალებს შორის პოლარიზების გაზრდას და ახდენს ძალადობის წახალისებას, რაც აზიანებს თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო გარემოს. აუცილებელია ამ ფაქტზე სათანადო რეაგირება მოხდეს სახელმწიფოს, არასამთავრობო სექტორის და დიპლომატიური კორპუსის მხრიდან.“- განაცხადა კუპრავამ.

გუშინ, ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში, დაფიქსირდა საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო ბლოკის „ნაციონალური მოძრაობა/გაერთიანებული ოპოზიციის“ საქმიანობაზე ხელშეშლის ფაქტი. რომელშიც მონაწილეობდნენ, ბოლნისის საკრებულოს დეპუტატი ვუგარ ისმაილოვი და მისი თანმხლები პირები. ამასთან, პოლიტიკური სუბიექტის "ქართული ოცნების’’ ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატის მხრიდან დაფიქსირდა სისხლის სამართლის დანაშაულის კონკრეტული ფაქტი, როცა  მან ტელეკომპანია „მთვარი არხის“ ჟურნალისტს ხელი შეუშალა პროფესიულ საქმიანობაში.

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებულია როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები