1 2 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მაია ბუწაშვილი: "სტაციონარები გადაივსება, სწრაფად უნდა დაისვას საკითხი ბინაზე მკურნალობის შესახებ"

სწრაფად უნდა დაისვას საკითხი ბინაზე მკურნალობის შესახებ, იმიტომ რომ ის მოდელი, რაც ჩვენთან მუშაობს, ცოტა ხანში შეუძლებელი გახდება, – განაცხადა ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ეთერში.

“შემთხვევათა რაოდენობა რაც უფრო მეტად მოიმატებს, მით უფრო გადაიტვირთება სტაციონარები, ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაისვას საკითხი ბინაზე მკურნალობის შესახებ, იმიტომ რომ ის მოდელი, რაც ჩვენთან მუშაობს, ცოტა ხანში შეუძლებელი გახდება. ყველა უსიმპტომო პაციენტიც ხვდება სტაციონარში. ამის არავითარი აუცილებლობა არ არის. კარგია, რომ შემცირდა საწოლ დღეების რაოდენობა და ეს პაციენტები რამდენიმე დღის შემდეგ გადაჰყავთ სასტუმროებში, მაგრამ ეს მოდელი უნდა შეიცვალოს. სასტუმროებში კარანტინი არ უნდა იყოს და ბინაზე მეთვალყურეობა უნდა დაიწყოს, რაც შეიძლება სწრაფად”, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები