2 2 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"მივმართავ ყველა გოგოს, ძალიან იფრთხილეთ. დადის ქუჩაში დაბალი, მსუქანი ბიჭი, რომელიც დაგვედევნა გოგოებს..”

ერთ-ერთი მომხმარებელი, რომელიც ქალაქ რუსთავში სერიოზულ ხიფათს ძლივს გადაურჩა, "ინფო რუსთავი"-ს ფეისბუქ ჯგუფში წერს, რომ მეგობრობის გამზირზე მას უცნობი მამაკაცი აედევნა და მას შემდეგ მიატოვა როდესაც ქალი პოლიციაში დარეკვით დაემუქრა.

"მივმართავ ყველა გოგოს, ძალიან იფრთხილეთ. დადის ქუჩაში დაბალი, მსუქანი ბიჭი, რომელიც დაგვედევნა გოგოებს, ეს უკვე მეორედ. ან მაგის პატრონმა იღონოს რამე, ან პასუხს არაფერზე ვაგებთ. ეს უკვე მეორე შემთხვევაა. ჩვენს გარდა კიდევ ორ გოგოს დაედევნა. როგორც შევამჩნიეთ ფსიქიკური აშლილობა აქვს და ძალიან საშიშია", - წერს მომხმარებელი.

"ინფო რუსთავმა" გაარკვია, რომ მამაკაცს, სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები აქვს. თვითმხილველები აცხადებენ რომ მამაკაცი აგრესიული არ არის, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათ ნაწილს მაინც ეშინიათ მამაკაცის მხრიდან თვალთვალისა და ადევნების. ქალები რომლებას არსებული მამაკაცი აედევნა შესაბამისი სამსახურების მხრიდან დროულ რეაგირებას ითხოვენ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები