0 9 : 3 9
 | 

საზოგადოება

გარდაცვლილია ქალი, მისი რძალი და შვილიშვილი - ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გზაზე ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ოთხი  კი დაშავდა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით ბათუმში მოხდა. მახინჯაურის დასახლებაში მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.

დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. გარდაცვლილია ქალი, მისი რძალი და შვილიშვილი.

დაღუპულები გადაყვანილი არიან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. ოთხი დაშავებული კი მძიმე დაზიანებებით სხვადასხვა კლინიკაშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 23:28

    21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი...

    ვერძი უკიდურესად არახელსაყრელი დღეა, რომელსაც სიცრუე, ილუზიები და აუსრულებელი ოცნებები ახლავს. მოსალოდნელია მოვლენათა არახელსაყრელი განვითარება, უსიამოვნო სიტუაციები და ურთიერთობაში პრობლემები. სავარა...

  • 11:36

    მამუკა ხაზარაძე პარტიული სიის პირველ 25 წევრს უახ...

    “ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებსაც საკუთარი და ქვეყნის ბედს ანდობენ”- ამის  შესახებ “ლელოს” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმ...

  • 21:12

    ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიე...

    ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რ...

  • 21:10

    56 - “ლელოს” პარტიული ნომერი მიენიჭა...

    “ლელო” 2020 წლის არჩევნებში  56 ნომრით მიიღებს მონაწილეობას.  კენჭისყრა დღეს ცესკოში ჩატარდა. პროცესში 47 პარტია იღებდა მონაწილეობას. პარტიებს, რომელებიც არჩევნებში პირველად მონა...

  • 10:43

    “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტს ლაშა ცუცქრიძის ს...

    “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტს ლაშა ცუცქრიძის საკუთარ სახლთან ორი ნიღბიანი პირი დაესხა თავს. “შტაბში დავასრულეთ მუშაობა, “ნაციონალური მოძრაობის” საბურთალოს შტაბს ვგული...

  • 10:27

    უმძიმესი ავარია: მგზავრებით სავსე "მარშრუტკა" ქარ...

    ხაშური-გორის მონაკვეთზე სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 10-მდე მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიი...

  • 18:41

    დღეს „ლელოს“ ვაკის ოფისის ბლოკირება რადიკალი დაჯგუ...

    მათი მთავარი მოთხოვნა “ლელოს“ არჩევნებიდან მოხსნა იყო.  რადიკალი ულტრამემარჯვენე დაჯგუფების აქციას, "ლელოს" ოფისთან შეკრებილი ახალგაზრდები, "ლელოს" მხარდამჭერები და პოლიტიკური ლიდერებ...