1 5 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"გამოძიებას მოვუწოდებ, გამოკითხოს ელისო კილაძე" - მიხეილ რამიშვილი

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტი ელისო კილაძე გამოკითხონ.

„როდესაც ელისო კილაძე პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ ვიღაც დაუკავშირდა და ინფორმაცია მიაწოდა თამუნასთან ან ვებგვერდებთან დაკავშირებით, მოვუწოდებ გამოძიებას, გამოკითხოს ელისო კილაძე, იქნებ რა ინფორმაციას ფლობს ეს ადამიანი. ყველაფერი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იყოს“, - განაცხადა რამიშვილმა.

მისი განმარტებით, საქმეზე გამოკითხული ადამიანების ჩვენებებში უზუსტობებია, რაც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს.

„გარკვეული ადამიანების ჩვენებებს შორის ცდომილება და შეუსაბამობა არის. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს როგორც გამოძიების მიმართ, ასევე გარკვეულ ფაქტებთან მიმართებითაც. ისევ და ისევ გამოძიება უნდა იყოს მონდომებული, რომ უფრო არ გაღრმავდეს უნდობლობა. პირველ რიგში, ეს ყველაფერი გამოძიების ინტერესებში უნდა შედიოდეს“, - აღნიშნა რამიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები