1 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან 7 იმპორტირებულია, 2-ის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისთებთან საქართველოში არსებული ეპიდვითარების ბოლო მონაცემენზე ისაუბრა 

„დაგვემატა 9 დადასტურებული შემთხვევა და ახლა 1206 დადასტურებული შემთხვევა გახლავთ. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 13-ით გაიზარდა და 987-ს შეადგენს. ამ მონაცემებით, გამოჯანმრთელებულების პროცენტი 81. 8 % გახლავთ, ხოლო კოვიდ ცენტრებში დღევანდელი მონაცემებით, დადასტურებული შემთხვევებით 240 პაციენტი მკურნალობს.

9 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთია-7 არის იმპორტირებული შემთხვევა, მათგან 3 სატვირთო ავტომობილის მძღოლია. 2 შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონტაქტებისა და წყაროს დადგენის კვლევა“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები