1 0 : 5 7
 | 

საზოგადოება

"მქონდა იმედი, რომ გიორგი გახარია შემხვდებოდა, სატელეფონო კავშირი მაინც ექნებოდა, მაგრამ სრული იგნორია" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა.

როგორც ის „ინტერპრესნიუსთან“ განმარტავს, მოლოდინი ჰქონდა, რომ მას გიორგი გახარია შეხვდებოდა.

„სრული იგნორია. ამაზე იყო დამოკიდებული ჩემი შემდგომი მოქმედება, რატომღაც 1%-ით მაინც მქონდა გულის კუნჭულში იმედი, რომ გახარია შემხვდებოდა, ან სატელეფონო კავშირი მაინც ექნებოდა, ან პრესცენტრს დამაკავშირებდნენ, მაგრამ სრული იგნორია. თავისი შვილები ხომ კარგად ჰყავს და ჩემი შვილი მკვდარი იქნება, თუ ცოცხალი, მისთვის სულერთია, ალბათ. გულგრილი ადამიანია ალბათ, მე უფრო გულკეთილი, თანამგრძნობი ადამიანი მეგონა და შევცდი, სამწუხაროდ“, - აცხადებს თამაზაშვილი.

კითხვაზე, რამდენიმე დღის წინ, როცა ის საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდა, გაიჟღერა თუ არა ვერსიამ იმის შესახებ, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმეში შესაძლოა, 3 მაღალჩინოსანი ფიგურირებდეს, თამაზაშვილი პასუხობს, რომ ამის შესახებ უწყებას თავად მოუყვა.

„ეს მე გავაჟღერე იქ და მითხრეს, ამისთვის ყურადღება არც მიგვიქცევიაო, გამომძიებლის ოთახს ვინც ალაგებს, იმ დამლაგებელსაც აქვს ვერსიის ქონის უფლებაო და ამ დროს, მეორე დღეს დავით ქაშიაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს. მაშინ, რაღატომ დაიბარეს, თუ ყველას აქვს ვერსიის ქონის უფლება? ამ ვერსიამ ჩემი ინტუიცია გაამყარა, თუმცა, მე ერთ ადამიანზე ვფიქრობდი და 3 აღმოჩნდა, ეს უკვე ჯგუფურ მკვლელობაზე მიანიშნებს. 3 მაღალჩინოსანი ადამიანი გაერთიანდა 40 კილო გოგონას წინააღმდეგ, რომელიც შემთხვევით რაღაცას წააწყდა“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:54

    საქართველოში კორონავირუსის 193 შემთხვევა გამოვლინდ...

    საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 193 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 40 პაციენტი. ვირუსისგან გარდაიცვალა მეოცე ადამიანი. ინფორმაციას STOPCOV.GE ავრცელებს. ჯამში, ქვეყანაში კოროანვირუსის 369...

  • 10:51

    საქართველოში კორონავირუსით მე-20 პაციენტი გარდაიცვ...

    საქართველოში კორონავირუსით მე-20 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. დღეს, 21 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ამ დროისთვ...

  • 10:32

    სკოლის ორ მოსწავლესა და მასწავლებელს კორონავირუსი ...

    კორონავირუსი დაუდასტურდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სენაკის ცენტრში "კურიერს" უთხრეს, რომ თეკლათის სკოლა შემთხვევის გამო დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, ეპიდე...

  • 23:28

    21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი...

    ვერძი უკიდურესად არახელსაყრელი დღეა, რომელსაც სიცრუე, ილუზიები და აუსრულებელი ოცნებები ახლავს. მოსალოდნელია მოვლენათა არახელსაყრელი განვითარება, უსიამოვნო სიტუაციები და ურთიერთობაში პრობლემები. სავარა...

  • 11:36

    მამუკა ხაზარაძე პარტიული სიის პირველ 25 წევრს უახ...

    “ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებსაც საკუთარი და ქვეყნის ბედს ანდობენ”- ამის  შესახებ “ლელოს” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმ...

  • 21:12

    ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიე...

    ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რ...

  • 21:10

    56 - “ლელოს” პარტიული ნომერი მიენიჭა...

    “ლელო” 2020 წლის არჩევნებში  56 ნომრით მიიღებს მონაწილეობას.  კენჭისყრა დღეს ცესკოში ჩატარდა. პროცესში 47 პარტია იღებდა მონაწილეობას. პარტიებს, რომელებიც არჩევნებში პირველად მონა...