0 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ლელო საქართველოსთვის“ მოუწოდებს ხელისუფლებას საქართველომ უზრუნველყოს მშვიდობიანი მოლაპარაკების ფორმატი ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს შორის

16 ივლისს "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა გრიგოლ გეგელიამ და ლანა გალდავამ ბრიფინგი გამართეს, სადაც აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო დაპირისპირებაზე ისაუბრეს.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების გამო შეშფოთებას გამოხატავენ, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, რომ აღადგინოს საქართველოს კუთვნილი ადგილი რეგიონის დიპლომატიაში და აწარმოოს პროაქტიული საგარეო პოლიტიკა, რომელიც ჩვენს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფაზე იქნება ორიენტირებული.

„ლელო საქართველოსთვის“ ემხრობა მშვიდობას, დემოკრატიას და განვითარებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ჩვენ მივიჩნევთ, რომ კონფლიქტების გასაღები სახელმწიფოთა და ხალხთა შორის  მშვიდობიან, მომავალზე ორიენტირებულ, რაციონალურ დიალოგშია და არა შეიარაღებულ დაპირისპირებაში, რომელიც მხოლოდ კონფლიქტის შემდგომი გაღვივების საფუძველი შეიძლება გახდეს. ვაფასებთ კეთილმეგობრულ დამოკიდებულებას ჩვენი ორი მეზობელი სახელმწიფოსადმი და ვესწრაფვით იმ მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ურთიერთობების გამყარებას, რომელიც აზერბაიჯანთან და სომხეთთან გვაკავშირებს, “ -განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

“ლელოს” ლიდერმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, რომ აღადგინოს საქართველოს კუთვნილი ადგილი რეგიონის დიპლომატიაში და აწარმოოს პროაქტიული საგარეო პოლიტიკა.

“საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გაატაროს პროაქტიული პოლიტიკა, რომელიც იქნება ორიენტირებული ჩვენს რეგიონში სტაბილურობაზე,რადგან ჩვენ, ამ რეგიონის მკვიდრ მშვიდობიან, დემოკრატიულ მოსახლეობას, ყველაზე კარგად გვესმის ქაოსის საზარელი შედეგები.  აქვე შეშფოთებით შევნიშნავთ,რომ მიმდინარე დაპირისპირება ემსახურება მხოლოდ გარე ძალთა პოლიტიკურ ინტერესებს და უარყოფს მშვიდობისმყოფელი სამხრეთ კავკასიელ ხალხთა დემოკრატიულ მიზნებს და განვითარების სულისკვეთებას.

 

“ლელო საქართველოსთვის“ მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საქართველო უფრო აქტიურად და სრულყოფილად ახდენდეს თავისი პოტენციალის რეალიზებას რეგიონალურ პოლიტიკაში და უზრუნველყოფდეს მშვიდობიანი მოლაპარაკების ფორმატს ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს შორის,”- განაცხადა გეგელიამ.

“ლელოს” ლიდერი ლანა გალდავა მიიჩნევს, რომ არსებულკონფლიქტი რუსეთის ინტერესებში შედის და მხარეებმა, საქართველოს ჩართულობით, ეს კონფლიქტი მშვიდობიანი მოლაპარაკებით უნდა დაასრულონ.

“ ჩვენი პოზიცია იყო და არის მშვიდობიანი ურთიერთობა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა. “ლელო” მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, იტვირთოს მოდერაცია და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას მხარეები და არ დაუშვას სიტუაციის გამძაფრება, რაც მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია კავკასიის რეგიონში, “ - განაცხადა ლანა გალდავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები