0 4 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"საკუთარ ქვეყანაში რომ დაიპარები და ადამიანებს ემალები - დასასრულის დასაწყისია ეს. ფინალი იქნება ოქტომბერში!”

“ივანიშვილი თავადაც კარგად ხვდება, რომ ხალხთან გამოსაჩენი პირი აღარ აქვს, არც პასუხები აქვს იმ კითხვებზე, რაც მრავლად დაგროვდა .”- “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ივანიშვილის ქუთაისში ვიზიტს ეხმაურება. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა დღეს ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მოინახულა, თუმცა ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა. 

 “ლელოს” ლიდერის თქმით, ბიძინა ივანიშვილი უნივერსიტეტს კი აშენებს, მაგრამ ახალგაზრდებსაც ვერ შეხვდა: რომ ჰკითხავენ, საქართველოში სად უნდა დასაქმდნენ ან ამ, ან სხვა უნივერსიტეტებში ნასწავლი ახალგაზრდები - პასუხი არ აქვს!

“რატომ წაერთვა ქუთაისს, ისევე, როგორც მთელ საქართველოს, განვითარების პერსპექტივა, პასუხი არ აქვს; როგორ დააბრუნებს ქალაქიდან (ისევე, როგორც ქვეყნიდან) წასულ ასობით დედას მარტო დატოვებულ ასობით შვილთან და რას შესთავაზებს მათ, სამშობლოში დაბრუნებულებს, პასუხი არ აქვს. -საკუთარ ქვეყანაში რომ დაიპარები და ადამიანებს ემალები - დასასრულის დასაწყისია ეს. ფინალი იქნება ოქტომბერში!”-აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები