ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...
მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...
|
თენგიზ ცერცვაძე მთავარზე გასულ სიუჟეტს სიცრუეს უწოდებს, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლება და ექიმები ვირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკას ხელოვნურად ზრდიან
„ა.წ. 20 ივნისის „მთავარი არხის“ საინფორმაციო გადაცემა „მთავარში“ გავიდა სიუჟეტი, რომლის ავტორებიც სრული სერიოზულობით ამტკიცებდნენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები და ექიმები?! COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილობის სტატისტიკის გაზრდის მიზნით (რაც მათ თითქოს არჩევნების გადასადებად სჭირდებათ), მიდიან სხვადასხვა დაავადებით ახლად გარდაცვლილთა ოჯახებში და სთავაზობენ მათ, რომ სერიოზული თანხის (10 ათასი ლარი) სანაცვლოდ თანხმობა განაცხადონ იმაზე, რომ მათი ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზად COVID-19 დასახელდეს?!
წლების მანძილზე მე სხვადასხვა ტელევიზიებისგან, მათ შორის იგივე „მთავარი არხისგან“ სხვადასხვა დროს უამრავი ტყუილ-მართალი მომისმენია, მაგრამ ვფიქრობ ამ განცხადებამ ყველა ზღვარს გადააჭარბა. ხომ უნდა მოგივიდეს თავში, რომ COVID-19-ით სიკვდილობის გაზრდის მცდელობა (და ისიც ამ გზით) დააბრალო ხელისუფლებას და ექიმებს?! რომლებიც ყველაფერ შესაძლებელს და შეუძლებელს აკეთებენ თითოეული ავადმყოფის გადასარჩენად და ქვეყანას, რომელსაც მთელს ევროპაში ერთ მილიონ მოსახლეზე ყველაზე ცოტა გარდაცვლილი ჰყავს, თან იმდენად ცოტა, ვინმემ მართლა რომ მოინდომოს ამ გზით გარდაცვლილთა რაოდენობის საშუალო ევროპულ დონემდე გაზრდა, ამისთვის „მთავარი არხის“ ტარიფით – 10 ათასი ლარი ერთ მიცვალებულზე, რამოდენიმე ათეული მილიონი ლარი დასჭირდება. ესეც რომ არ იყოს, გაუგებარია, რაში აწყობს ხელისუფლებას არჩევნების გადადება და ისიც ასეთი გზით, მაშინ როცა ბოლო პერიოდში ყველაზე მაღალი რეიტინგი სწორედ ახლა აქვს, რაშიც თავისი მცირე წვლილი COVID-19-ის პანდემიასთან წარმატებულმა ბრძოლამაც შეიტანა.
მახსენდება კონცეპცია, რომელსაც ჰიტლერს და ჰებელსს მიაწერენ – „თუ იტყვი დიდ ტყუილს და ხშირად გაიმეორებ, ბოლოს და ბოლოს ხალხი მას დაიჯერებს“, მაგრამ ვფიქრობ, თვით ჰიტლერის და ჰებელსისფანტაზია ასე შორს ვერ წავიდოდა.
ვინც ამ სიუჟეტს უყურა, ყველა ნახავდა, თუ რა ტრაგიკომიკურადგამოიყურებოდა მისი ყველა მონაწილე, „ექსპერტების“ ჩათვლით, რომლებმაც, რა თქმა უნდა, იცოდნენ თუ რამხელა ტყუილს ამბობდნენ. იმ პოლიტიკოსებისაც არ მესმის,რომლებიც მთელ იმედს იმაზე ამყარებენ, რომ ხელისუფლებას COVID-19-ით სიკვდილობისხელოვნურად გაზრდაში ამხელენ.
მე მესმის, რომ „მთავარი არხი“ ხელმძღვანელობდა პრინციპით „მიზანი ამართლებს საშუალებებს“, მაგრამ მინდა შევახსენო მათ, რომ ამ შემთხვევაში „საშუალებების“ შერჩევა მაგრად შეეშალათ, რადგან ასეთი ტყუილის შემდეგ მათ, ალბათ სიმართლესაც კი არავინ დაუჯერებს.
და ბოლოს, მთელ ამ სახალისო ისტორიაში ერთი ძალიან სერიოზული დანაშაული იკვეთება – ყალბი მტკიცებულებების შექმნა (მხედველობაში მაქვს რესპონდენტებისგან სასურველი ინფორმაციის მოპოვება), მაგრამ ამის გარკვევა და შეფასება ჩვენს კომპეტენციას სცილდება“
მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება: უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...
დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის. დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...
ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...
უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ ქეითი ვიდეო მიმართვას ავრცელებს. "ეს იყო შოკი, მაგრამ მე კარგად ვარ და დღ...
საქართველო ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩის დროს, „დინამო არენაზე“ ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის საკონკურსო სიმღერას Firefighter შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას პ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები