2 2 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ერთ თვეში მოუღო ბოლო და ერთადერთი შვილი წართვა დედას…” – ვინ არის საბერძნეთში გარდაცვლილი 24 წლის, ქართველი გოგო

საბერძნეთში გარდაცვლილი 24 წლის ქართველი გოგო, ხატია ზაგაშვილია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გოგონას ახლობელი წერს.

იგი აცხადებს, რომ ხატია სარკომამიმსხვერპლა.

„ვერაგმა სატკივარმა-სარკომამ ერთ თვეში მოუღო ბოლო. დედას (ლელა ჩოხელი) წაართვა ერთადერთი შვილი და პატარა ანასტასიას, (რომელიც ხუთ დღეში 8 წლის ხდება) დედა.

პანაშვიდი ჩატარდება ხვალ კვირას 21 /06/20. 12 საათზე. წმინდა პანტელეიმონის ეკლესიაში.

მეგობრებო, დავდგეთ გამწარებული დედის გვერდით, რომელიც ერთი წელია თვითონაც ონკოპაციენტია. მან მოახერხა ფეხზე დადგომა, მარტო იმ მიზეზით, რომ ჩემს შვილს და შვილიშვილს ვჭირდებიო.(თუმცა ისევ დადის საავადმყოფოში კონსულტაციებზე. მაგრამ ვაი რომ სიკვდილმა გამოსტაცა ხელიდან ერთადერთი შვილი). გამოვხატოთ ჩვენი თანადგომა და თანაგრძნობა, რათა არ იგრძნოს თავი მარტოდ უცხო მიწაზე.მივცეთ ძალა, რწმენა იმისა გაზარდოს ერთადერთი შვილის დანატოვარი პატარა ანასტასია.ერთად ვილოცოთ ხატიას სულისთვის,“ – წერს სოციალურ ქსელში ხათუნა ბოგრაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები