1 8 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კორონავირუსის ახალი შემთხვევა მარნეულში - პაციენტი თბილისში გადაყვანაზე უარს აცხადებს, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

მარნეულში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მარნეულის ეგრედწოდებულ ძველ საავადმყოფოში, სადაც პედიატრიული კლინიკაა განთავსებული ("შპს კახი") კორონავირუსი დაუდასტურდა ქალს. ქალი ამავე საავადმყოფოში მცირეწლოვან შვილთან იმყოფება.

პირი, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი სავანეთიდანაა.

როგორც ირკვევა კლინიკაში ფაქტთან დაკავშირებით ინცინდენტი მოხდა. ქალი თბილისში, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს აცხადებს. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები