0 8 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი: ბასილაშვილის ოჯახი ითხოვდა, რომ განქორწინების შემდეგ ნეკას 7 წელი არ ექორწინა

 ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატმა, ანა აბაშიძემ განაცხადა.

 მისივე თქმით, ბასილაშვილის ოჯახს თავის დროზე ნეკა დოროყაშვილის პირადი ცხოვრების შეზღუდვის მოთხოვნა ჰქონდა და განქორწინების საქმეებს არა ნიკოლოზ ბასილაშვილი, არამედ დედამისი კურირებდა.

 „ძალიან საინტერესო დეტალია და ამით ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ოჯახის წევრების მსოფლმხედველობასაც გაარკვევთ. როდესაც ისინი ავიდნენ ნეკა დოროყაშვილის სახლში, მოითხოვეს განქორწინება, კონკრეტული პირობით, რომ 7 წლის განმავლობაში ნეკას არ უნდა ექორწინა“, - განაცხადა ანა აბაშიძემ.

 მისივე თქმით, პირადი ცხოვრების შეზღუდვის მოთხოვნას არავინ დაეთანხმა და ცოტა ხანში ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ, რომელსაც გენერალური მინდობილობა ჰქონდა, დაიწყო დავა ბავშვზე და განქორწინებაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები