0 8 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილი დააკავეს, ამის საფუძველი არ არსებობდა"

  ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა.

 „მე ცალსახად და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ მან ჩაიდინა დანაშაული. უფრო მეტსაც გეტყვით, წყაროს წყალივით წმინდაა ნიკოლოზ ბასილაშვილი ლუკასის და მისი დედის წინაშე“, - განაცხადა ადვოკატმა.

 მისივე თქმით, ეს საქმე შინაარსობრივად და თვისობრივად არ ჰგავს მსგავსი მუხლით აღძრულ საქმეებს.

 „როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილი დააკავეს, ამის საფუძველი არ არსებობდა. შინაარსობრივად და თვისობრივად ეს საქმე არ ჰგავს იმ ძალადობის საქმეებს, რაც ძალიან ხშირად ხდება. ნიკოლოზ ბასილაშვილი იმყოფებოდა მისი მშობლების სახლში და მისთვის განკუთვნილ დროს ატარებდა შვილთან. ბავშვის დედამ შვილის წაყვანა ამ დროის დასრულებამდე მოინდომა, კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია და ბასილაშვილმა ბავშვი დედას გადასცა. ნაცვლად იმისა, რომ ქალი თავის შვილთან ერთად წასულიყო სახლში, ის დაიძრა ნიკოლოზ ბასილაშვილის საცხოვრებელი სახლისკენ“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები