0 1 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ამგვარი მატება, რაც დღეს საქართველოშია, ყველაზე ოპტიმისტურ სცენარს მიჰყვება”

 ციფრების ამგვარი მატება, რაც დღეს არის, ყველაზე ოპტიმისტურ სცენარს მიჰყვება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა 

 

  „მოამბეში“ განაცხადა. „ეს არის სცენარი, რომელიც სოციალური დისტანცირების 30-პროცენტიან მაჩვენებელს შეესაბამება. იმედი მაქვს, პროგნოზი, რომელიც ამ სცენარის მიხედვით შედგა, გამართლდება და ჩვენ გვექნება მხოლოდ ზომიერი, ეტაპობრივი და თანდათანობითი მატება, რათა მოვახერხებთ, პიკი მაქსიმალურად გადავავადოთ, გარკვეული პერიოდის, რამდენიმე თვის განმავლობაში ეს პიკი არც მივიღოთ და ეს ეტაპი მხოლოდ თანდათანობითი მატების ფონზე გავიაროთ. 10-დან 20 შემთხვევამდე ჯერ კიდევ არის ის პროგნოზული მატება, რომელიც კარგ მოსალოდნელ სცენარში გვქონდა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები