2 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე აკადემიური წელი არ გამოცხადდება, ასევე უცვლელი დარჩება ერთიანი ეროვნული გამოცდების დრო და ფორმატი

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე აკადემიური წელი არ გამოცხადდება, ასევე უცვლელი დარჩება ერთიანი ეროვნული გამოცდების დრო და ფორმატი.

„OECD-მ წარმოადგინა ანგარიში, სადაც დისტანციური განათლების მოდელი, რომელიც საქართველოში იყო დანერგილი ბოლო ერთი თვის განმავლობაში, შეფასებულია ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად მსოფლიოში. ამისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ განათლების სამინისტროს. საერთოდ, ხაზგასმით გამოყოფილი იყო „ტელესკოლის“ პროექტი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი. ეს ის ნაბიჯებია, რომელმაც შეიძლება მოგვცეს საშუალება, განათლების სამინისტროსთან ერთად, ისეთი გამოწვევა, როგორიც არის აკადემიური წლის გამოცხადება, დავძლიოთ და ეს არ მოგვიწიოს. ესეც ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პრემიერმა.

აკადემიური წლის გამოცხადება რომ საჭირო აღარ იქნება, მთავრობის ადმინისტრაციაში  გამართულ ბრიფინგზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმაც დაადასტურა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები