0 8 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მინდა მივმართო მრევლს, დავიცვათ დედაეკლესია, დავიცვათ მღვდელმთავრები ეკლესიაში არ მისვლით, სახლში ლოცვით - პაატა იმნაძე

მინდა, მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს, მინდა, მივმართო მრევლს, დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია დავიცვათ მღვდელმთავრები ეკლესიაში არმისვლით, სახლში ლოცვით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატამ იმნაძემ განაცხადა.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება და იქ იქნებიან მამაოები, რომელიც ილოცებენ ყველასთვის.

„მინდა, მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს, მინდა, მივმართო მრევლს, დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია, დავიცვათ მღვდელმთავრები ეკლესიაში არმისვლით, სახლში ლოცვით. დავიცვათ არა მარტო ამ ვირუსებისგან, არამედ სხვა ვირუსებისგანაც.  დავიცვათ ჩვენი ეკლესია, ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში. ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის. ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა იმნაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები