0 5 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ალექსანდრე გოგინავა: შესაძლებელია საქართველომ პიკი უფრო ადვილად გადაიტანოს, ვიდრე სხვა ქვეყნებმა

როგორც ეპიდემიოლოგები ვარაუდობდნენ, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები აპრილის დასაწყისიდან დაიწყებოდა, ბოლო 4-5 დღის განმავლობაში ეს ტენდენცია შეიმჩნევა, თუმცა ის დინამიკა, რაც ახლა გვაქვს, საკმაოდ დამაკმაყოფილებელია და განიხილება, როგორც კარგი სცენარი- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.

ალექსანდრე გოგინავამ მიმდინარე კვირას პრეკრიზისული უწოდა, რომლის შემდეგაც 2 კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევები მოიმატებს. 

„თუმცა ეს დინამიკა მაძლევს ისეთ განცდას, რომ შესაძლებელია ჩვენთან პიკი არ იყოს ისეთი მაღალი, როგორც სხვა ქვეყნებში და საქართველომ ბევრად უფრო იოლად გადაიტანოს ის პანდემია“- აცხადებს გოგინავა. 

ამასთან, ინფექციონისტი პიკის დასრულებას აპრილის ბოლოდან მაისის დასაწყისამდე ვარაუდობს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები