1 8 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

62 წლის მარნეულელი ქალბატონის პირველადმა ტესტმა „უარყოფითი“ აჩვენა

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით 62 წლის პაციენტს, რომელიც მარნეულიდან იყო შემოყვანილი, კორონავირუსზე პირველადი ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითი მოვიდა.
„ჩვენ გვყავდა პაციენტი, ქალბატონი, მარნეულ-ბოლნისის ზონიდან, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში შემოვიდა. ეს ქალბატონი რამდენიმე დღის წინ მოიხსნა აპარატიდან.

დღეს გავიდა 14 დღე და მინდა გითხრათ, პირველადი ტესტი კოვიდინფიცირების შესახებ მოვიდა უარყოფითი. ხვალ ჩაუტარდება განმეორებითი კვლევა და ეს ქალბატონი რამდენიმე დღეში დატოვებს კლინიკას კოვიდვირუსის გარეშე“,- განაცხადა რატიანმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები