0 9 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პაატა იმნაძე - კორონავირუსის ფულით გადაცემა ჰიპოთეზაა და ამის მეცნიერული მტკიცებულებები არ არსებობს

პაატა იმნაძემ კორონავირუსის ფულით გადაცემის შესაძლებლობაზე ისაუბრა. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ განაცხადა, ამის მტკიცებულებები არ არსებობს, თუმცა ეს ჰიპოთეზა აქტიურად მუშავდება. 

„ეს ჰიპოთეზა განიხილებოდა ჯერ კიდევ ჩინეთის შემთხვევების დროს. ამის მეცნიერული მტკიცებულებები მოპოვებული ვერ იქნა, შესაბამისად, როგორც ჰიპოთეზა, ეს ვერსიაც მუშავდება ჩვენ მიერ, როდესაც ამ კლასტერებისგამოკვლევაზე ვმუშაობთ. მაგრამ ამის შესახებ მეცნიერული მტკიცებულებები არ გაგვაჩნია. თუმცა, ფულიც, როგორც ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც ხელიდან ხელში გადადის, შესაძლოა იყოს ინფიცირების წყარო. თუმცა მე ისიც ვიცი, რომ როდესაც ბანკში შედის ფული, მას უტარდება სპეციალური დამუშავება, ანუ, ის მუშავდება სადეზინფექციო აპარატებით“, - განაცხადა იმნაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები