0 1 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„ბიზნესს მივმართავ, ყველამ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება ამ წესების დაცვით" - ნათია თურნავა

  კონომიკის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, ბიზნეს სექტორმა კარანტინის ვითარებაში ყველა წესის დაცვით უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება.

 

 „ბიზნესს მივმართავ, ყველამ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება ამ წესების დაცვით. ეს არის, რა თქმა უნდა, გარკვეულ ძალისხმევასთან დაკავშირებული, მაგრამ ეს იქნება ბიზნესების შემდგომი ფუნქციონირების წინაპირობა და ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, გავაკონტროლებთ. თქვენ იცით, რომ გუშინ გამოქვეყნდა და ვისაც ჯერ კიდევ არ უნახავს, შეგიძლიათ ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე და სხვა შესაბამისი სტრუქტურების ვებგვერდებზე ნახოთ ჩამონათვალი იმ სექტორების და დარგებისა, რომლებიც რჩება ფუნქციონირებაში, მაგრამ გარკვეული დათქმებით და გარკვეული პირობებით“, - აღნიშნა თურნავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები