1 9 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გომელაური: კრიმინალი შემცირებულია, თუ ხდებოდა 10 შემთხვევა, ახლა ხდება სამი-ოთხი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში კრიმინალური შემთხვევები სტატისტიკურად შემცირებულია.

როგორც ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, კრიმინალის მატების შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.

„არაფერი მომატებული არ არის. ეს არის ცრუ ინფორმაციები. ერთეული შემთხვევები იყო. მთლიანად სტატისტიკით ბევრად დაკლებულია რიცხვები, ბევრად დაბალია. სამჯერ მეტი პოლიციელია გამოსული დღეს, თუ იყო 10 პოლიციელი ერთ-ერთ ობიექტზე, დღეს 30 პოლიციელი დგას. აქედან გამომდინარე, დაკლებულია კრიმინალი. ასე რომ, რაღაც განსაკუთრებული არ ხდება. ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. მარნეულშიც შეიძლება მოხდეს, გორშიც და თბილისშიც ხდება, მაგრამ თუ ხდებოდა 10, ახლა ხდება სამი-ოთხი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები