1 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“წირვის ჩატარება საკურთხეველში და მრევლში დისტანციის დაცვა არის ის, რასაც ექიმები ითხოვენ და შევასრულებთ, დანარჩენი მიგვაჩნია ეკლესიის დევნად”

წირვა საკურთხეველში რომ ჩატარდეს, მრევლმა სოციალური დისტანცია დაიცვას ტაძარშიც და გარეთაც და ისე ეზიარონ. ეს არის ის, რასაც ჩვენგან ექიმები ითხოვენ (ანუ სოციალური დისტანციის დაცვა), და ამას რა თქმა უნდა, ღვთის შეწევნით შევასრულებთ, - ამის შესახებ სხალთის მთავარეპისკოპოსი სპიროდონი (აბულაძე) აცხადებს.

„დანარჩენი, ანუ წირვის გარეთ ჩატარება და ტაძარში ხალხის არ შეშვება (მიუხედავად იმისა, რომ სოციალური დისტანციის მოთხოვნა დაცული იქნება), მიგვაჩნია მცდელობად მღვდელმთავრისა და სამღვდელოების საკურთხევლიდან და ტაძრიდან და ხალხის ტაძრიდან გამოგდებისა და შესაბამისად მიგვაჩნია ეკლესიის დევნად. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, შეიძლება ჩვენივე ხელით ტაძრები დაგვაკეტინონ. სდექით მტკიცედ და შეურყევლად“, - წერს მთავარეპისკოპოსი სპირიდონი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები