1 2 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი: "გამსახურდია არის საქართველოსთვის წამებული გმირი..დღეს არის ზვიადის დაბადების დღე.."

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს ულოცავს და წერს:

"დღეს არის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე.


ზვიად გამსახურდია იყო საბჭოთა წყობის წინააღმდეგ, ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მებრძოლი მსოფლიოში, საქართველოს დიდი პატრიოტი,


ბრწყინვალე ორატორი და საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მომტანი პირველი პრეზიდენტი.


ჩემი გადაწყვეტილებით 2013 წელს მას მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.


ზვიად გამსახურდია არის ადამიანი, რომელსაც სიკვდილ

ის საფრთხის ქვეშ აიძულებდნენ ოჩამჩირეში 1993 წელს, მოეწერა ხელი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის.
მან იცოდა რომ, მას განადგურება ემუქრებოდა და მიუხედავად ამისა არ უღალატა საქართველოს.


გამსახურდია არის საქართველოსთვის წამებული გმირი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა საქართველოს ისტორიაში."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები