0 1 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„ბატონი კალაძეც არღვევს 10-კაციანი შეკრების ლიმიტს, საინტერესოა, დააჯარიმებენ მერ კალაძეს თუ არა?!“ - ნიკა მელია

  საპატრულო პოლიციის მიერ ზუგდიდში საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორების დაჯარიმებას ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე. ნიკა მელია კახა კალაძის მიერ შეკრებების ათკაციანი ლიმიტის დარღვევის ფაქტზე მიუთითებს და ინტერესდება, დააჯარიმებს თუ არა საპატრულო პოლიცია თბილისის მერს იმავე წესის დარღვევისთვის.

 „საპატრულო პოლიციამ 15 ათასი ლარით დააჯარიმა "ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივა" , ორგანიზაცია, რომელიც დამცავ პაკეტებს არიგებდა ზუგდიდში.

 

 სახელმწიფოს მიერ გატარებული ზომებიც გასაგებია და ჯარიმაც მისაღებია, მაგრამ კარგი იქნებოდა, ყველაფერი რომ ისევ და ისევ შერჩევით არ ხდებოდეს.

 

 ბატონი კალაძეც არღვევს იგივე დეკრეტის იგივე ნორმას - შეკრებების ათკაციან ლიმიტს და საინტერესოა დააჯარიმებენ მერ კალაძეს, თუ არა?!“ -წერს ნიკა მელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები