0 1 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ვიტყვი ვინ არის დაინფიცირებული დეკანოზი, დასამალი არაფერია”

ამერიკაში ყოველდღიურად იმატებს ინფიცირებულ ადამიანთა რიცხვი და ჩვენ ეპარქიასაც შეეხო ეს. ვადასტურებ, ჩვენ გვყავს დაინფიცირებული სასულიერო პირი. მას უკვე დაუდგინდა კორონავირუსი, – ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ ცოტა ხნის Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

ეპარქიის მღვდელმთავარმა დაასახელა მოძღვრის ვინაობაც და თქვა, რომ იგი დეკანოზი იოსებ მინდიაშვილია.

„მისი ნებართვით, მინდა მისი სახელი და გვარი ვთქვა, ვინაიდან ამით მაგალითი მივცეთ სხვა პირებს. დღეს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ არ უნდა დამალო არაფერი, არამედ – პირიქით. სასულიერო პირი, რომელიც დაინფიცირებულია, არის დეკანოზი იოსებ მინდიაშვილი. მადლობა ღმერთს, რომ მას არ აქვს ვირუსის მძიმე ფორმა და ეს არ არის გართულებული სიმპტომატიკა”, – განაცხადა მეუფე საბამ.

ამერიკაში მოღვაწე დეკანოზს სიმპტომები 20 მარტს გამოუვლინდა. ის ჩრდილოეთ ამერიკის ქართულ ეპარქიაში მსახურობს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები