0 9 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

7 თვის ჩვილს კორონავირუსი დაუდგინდა, მას მძიმე სიმპტომები აღენიშნება

 აშშ-ში, სამხრეთ კაროლინაში 7 თვის ჩვილს კორონავირუსი დაუდგინდა- მას სიმპტომებად ვირუსული პნევმონია, ხშირი სურდო და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.

 

 „მე მინდა, ადამიანებმა იცოდნენ ის ფაქტი, რომ ვირუსით შესაძლოა, ნებისმიერის მცირეწლოვანი ბავშვი დაინფიცირდეს, თუმცა სამწუხაროდ, ამ ფაქტს მრავალი თქვენგანი იღებს ისე, როგორც ხუმრობას“ - განაცხადა ახალშობილის დედამ.

 

 

  გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს სწორედ დედისგან გადაედო ვირუსი, რომელიც საეჭვო სიმპტომების გამოვლენიდან პასუხების ოფიციალურად გაგებამდე ოთხი დღის განმავლობაში იმყოფებოდა თავის შვილთან ერთად. მისი ოჯახი ამ დროისთვის თვითკარანტინშია მოქცეული მათსავე სახლში და საცხოვრებლიდან გასვლა 1 აპრილამდე ეკრძალებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები