0 5 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ ჯორჯიან ეარვეისი აღარ განახორციელებს რეგულარულ რეისებს, გაურკვეველი ვადით“

კომპანია "აირზენა" სოციალურ ქსელში პრემიერის საპასუხოდ,  განცხადებას ავრცელებს:

"CoV–ის გამოჩენის დღიდან, ჩვენ ვასრულებდით რეისების განრიგს რეგულარულად, იტალიის გარდა, რომელიც მთავრობის მოთხოვნით შესრულდა, არც ერთი ჩარტერი, ან სპეცრეისი არ იყო დაგეგმილი.

20 მარტს, ღამით, დაიხურა საქართველოს საჰაერო სივრცე, ფრენების უმეტესი ნაწილისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც. მას შემდეგ, მხოლოდ დღევანდელ ბერლინის რეისზე მივიღეთ ნებართვა.

დღეიდან, 23.03.2020-დან, ჯორჯიან ეარვეისი აღარ განახორციელებს სხვა რეგულარულ რეისებს, გაურკვეველი ვადით.

21 მარტს საქართველომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მომავალი რეისების შესახებ ინფორმაციისთვის, გთხოვთ მიმართოთ საქართველოს საელჩოებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს! თუ ფლობთ ბილეთებს ჩვენს რეისებზე, გთხოვთ, მოგვწეროთ ჯავშნის ნომრები მეილზე.

მადლობა თანამშრომლობისთვის! "

შეგახსენებთ, რომ გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, თითქოს კომპანია „აირზენას“ დირექტორი ელოდება იმას, რომ რაც შეიძლება მეტ ფულს გადაუხდიან და სხვას არაფერს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები