0 3 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ანას ბაღთან მშენებლობა სასამართლო დავის დასრულებამდე შეჩერდა

სასამართლომ საქმის განხილვის დასრულებამდე „ანას ბაღთან“ კორპუსის მშენებლობის შეჩერებაზე განჩინება გამოსცა. ამის შესახებ მოსარჩელეთა წარმომადგენელმა, ადვოკატმა, მუხრან ხურწკაიამ განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოში მოქალაქეები მშენებლობის ნებართვის ბათილობას მოითხოვენ, განხილვის დასრულებამდე კი – მშენებლობის შეჩერებას.

მოსამართლემ, ანა ჩხეტიამ დღეს დააკმაყოფილა მოქალაქეთა ეს მოთხოვნა და საქმის განხილვის დასრულებამდე მშენებლობა შეჩერა.

ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილებას მერიაში დღეს 2 საათზე მიიტანენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები