0 0 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სამტრედიის შემოსასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა

სამტრედიის შემოსასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.  არსებული ინფორმაციით,  ერთმანეთს ტრაილერი და მინივენი შეეჯახა. მინივენის ყველა მგზავრი დაიღუპა.



ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიცია.

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები