0 2 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მაჭავარიანი: "შესაძლოა, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სია შეიქმნას"

პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, ქვეყანაში შესაძლოა, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სია შეიქმნას. 

"საკითხი საკმაოდ კომპლექსურია და მარტივი გადასაწყვეტი არ არის. მსოფლიოში არაერთი მაგალითი არსებობდა, როდესაც არასწორად რეგულირებული სექტორი უფრო მეტი ზიანის მომტანი ხდებოდა საზოგადოებისთვის. კერძოდ, გადადის არალეგალურ სივრცეში და არათუ ვერ ხდება დასახული მიზნის მიღწევა, კიდევ უფრო მეტ ზიანს იწვევს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია რეგულირების იმ ოქროს შუალედის პოვნა, რითაც მიიღწევა დასახული მიზნები და თავიდან იქნება აცილებული ისეთი ნეგატიური ფაქტორები, როგორიცაა კრიმინალის ზრდა.

თუ უფრო დეტალურად შევალთ ამ შინაარსში, შემიძლია გამოვყო არაერთი ახალი ინიციატივა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით შემოდის. კერძოდ, მოთამაშეთა რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის ახალი სისტემა, თამაშზე დამოკიდებულ პირთა სია, თანხების იდენტიფიცირებული არხებით მოძრაობის ვალდებულება და სხვა არაერთი რეგულაცია, რომელიც ფულის გათეთრების რისკებს ამცირებს. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში რეგულირების უახლეს ვერსიაზე შეთანხმება მიიღწევა და ჩვენივე მომზადებული ეს მნიშვნელოვანი ინიციატივები აისახება კანონმდებლობაში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა სამინისტროს ინიციატივის მიხედვით, რეესტრში რეგისტრირებულ პირებს არც კაზინოებში და არც ტოტალიზატორებში არ შეუშვებენ. სისტემაში რეგისტრაციის პროცედურა კი ასეთია:

როგორ შევლენ ადამიანები დამოკიდებულთა რეესტრში:

1) (ნებაყოფლობითი) მოთამაშეს ექნება შესაძლებლობა, თავისი განცხადების საფუძველზე მოითხოვის დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანა;

2) (არანებაყოფლობითი) ოჯახის წევრი არის უფლებამოსილი სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში შეტანა.

პროექტის მიხედვით, რეესტრს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეადგენს და მასში პირები 3 წლის ვადით იქნებიან შეყვანილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები