1 6 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

უბედური შემთხვევა რუსთავში - ცოლ-ქმარი ბინაში გაგუდული შვილმა ნახა

რუსთავში CO-თი 2 ადამიანი გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე მოხდა, 54 და 58 წლის მშობლები ბუნებრივი აირის ნამწვით გაგუდულები შვილმა ნახა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ახალგაზრდა ქალი სხვა ოთახში იმყოფებოდა, დილით კი მშობლები გარდაცვლილები დახვდა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები