0 8 : 2 9
 | 

საზოგადოება

ნინო შუბლაძემ ინფარქტი გადაიტანა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნინო შუბლაძემ მოულოდნელად ინფარქტი გადაიტანა. ამის შესახებ მისი და, სოფო შუბლაძე წერს „ფეისბუქზე“.

„ყველაფერი გაივლის, ესეც ჩაივლის-მეთქი, მაგრამ არ გადის უკვალოდ არც ერთი სტრესი.... ჰოდა, დღეს ხელმეორედ დაბადებას გილოცავ. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი დროულად მოვასწარით“ - წერს სოფო შუბლაძე.

თავად ჟურნალისტს დღეს დაბადების დღე აქვს და სწორედ ამასთან დაკავშირებითაც  სოფო შუბლაძე თავის პოსტში წერს:

„ნინომ, მაპატიეთ, უზრდელი არ გეგონოთ, ჩემს დაბადების დღეზე რომ ვერავის გპასუხობთო“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები