1 9 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ჩიტის ბუდე წყლის გამაცხელებელში - რა გახდა რუსთავში ორი მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი?

რუსთავში ორი მამაკაცის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით კრიმინალისტებმა წყლის გამაცხელებელი დაშალეს და გამწოვ მილში ჩიტის ბუდე აღმოაჩინეს.

ერთ-ერთმა კრიმინალისტმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჩიტის ბუდემ, სავარაუდოდ, ბინაში CO-ს დაგროვება გამოიწვია. გარდაცვლილთა ერთ-ერთმა ახლობელმა, რომელიც შემოწმების დროს კრიმინალისტებთან ერთად ბინაში იმყოფებოდა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მილშიც და გამაცხელებელშიც “ნაგავი” იყო დაგროვებული.

შეგასენებთ, რომ ყოფილი პოლიტპატიმარი, ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე გურამ გოგბაიძე და მისი ვაჟი, იაგო 21 იანვრის დილას გარდაცვლილები ნახეს საცხოვრებელ ბინაში. გოგბაიძის ძმისშვილმა, გია გოგბაიძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მამა-შვილი ორი დღის განმავლობაში კონტაქტზე არ გამოდიოდა. ბინის კარი გურამ გოგბაიძის ძმამ შეამტვრია. იაგო გოგბაიძე ლოგინზე იწვა, გურამ გოგბაიძე კი, თავგატეხილი და დასისხლიანებული, აბაზანასთან ახლოს, დერეფანში იპოვეს.

ცხედრები ამჟამად სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ქვემო ქართლის ბიუროშია გადასვენებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები