0 9 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"სანამ მე ვიყავი რ2-ის დირექტორი, რ2 ქვეყნის მთავარი არხი იყო, დღეს - უბრალოდ იმედის დაბალრეიტინგული გაგრძელებაა"

მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც რ2-სა და მთავარ არხს შორის პარალელებს ავლებს და წერს:

"სანამ მე ვიყავი რ2ის დირექტორი, ნდობის რეიტინგის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 28% იყო (38%იც ყოფილა), ახლა - 12%ია (ჩემი 4 თვის ტვ-ს 18%ის საპირისპიროდ)

სანამ მე ვიყავი რ2ის დირექტორი, რ2 პირველ ადგილზე იყო რეიტინგებში, ახლა - მესამეა თითქმის გამესამედებული რეიტინგით (ჩემივე შექმნილი 4 თვის ტვ უგებს 25 წლის ფლაგმანს)

სანამ მე ვიყავი რ2ის დირექტორი, რ2 ყველაზე შემოსავლიანი ტვ იყო, ახლა - მაჩანჩალაა

სანამ მე ვიყავი რ2ის დირექტორი, ჩემი გაყიდვების სახლი ყიდდა იმედი სარეკლამო დროს, ახლა პირიქით - რ2 მიეტმასნა იმედის გაყიდვების სახლს და ერთ დროს თავისი მთავარი კონკურენტის მათხოვრის მდგომარეობაშია

სანამ მე ვიყავი რ2ის დირექტორი, რ2ის რეიტინგებს ერთადერთი დამოუკიდებელი მზომელი, ნილსენი ზომავდა, ახლა - ნილსენიდან გამოვიდა და იმედის შექმნილ (დაუშვებელი ინტერესთა კონფლიქტია) რეიტინგების დამწერ (და არა მზომელ) კომპანია კანტარზე გადავიდა, სადაც, ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვნად დაბალი რეიტინგი აქვს (ისედაც ხო რაღა დარჩა)

სანამ მე ვიყავი რ2ის დირექტორი, რ2 ქვეყნის მთავარი არხი იყო, დღეს - უბრალოდ იმედის დაბალრეიტინგული გაგრძელებაა

ხოდა, ამ ყველაფრის ფონზე, დღეს მე მასამართლებენ, როგორც არხისთვის ზიანის მიმყენებელ დირექტორს, არხის "ამყვავებელი" დღევანდელი დირექტორის - პატასალიას მიმართვის საფუძველზე. ეს ყველაფერი რომ გადაივლის, ამ ლოგიკით, რა ბედი უნდა ეწიოს მოქმედ მენეჯმენტს და მესაკუთრეს, ხომ არ იცით შემთხვევით?"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები