0 9 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"არაუშავს მაა ! მაგარი კაცები ასე იზრდებიან ჯერ დაბრკოლებები უნდა გადავლახოთ..ხო ძნელი ყოფილა..დიდი ძალა ჭირდება"

ჟურნალისტი ბექა პატურაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს, სადაც წერს:

"არაუშავს მაა ! მაგარი კაცები ასე იზრდებიან ჯერ დაბრკოლებები უნდა გადავლახოთ ოღონდ ისე, რომ ჩვენი საყვარელი გოგონა დედიკო ნაკლებად ვანერვიულოთ მივხედავთ ამ საქმეს...

ახლა სადაც ვართ აქ პირველად კარგ საქმეზე მოვედი. რამდენიმე წლის წინ მაშინ იმედში ვმუშაობდი აქცია გვქონდა სისხლი ჩავაბარეთ ბავშვებისთვის და დაგვათვალიერებინეს განყოფილება სადაც პატარა პაციენტები ყავდათ ონკოლოგიური დაავადებებით.. თამაშობდნენ იცინოდნენ.. მშობლებიც ასევე იქცეოდნენ.. კი არ ვიმჩნევდი და ვიღიმოდი მაგრამ შოკი იყო რათქმაუნდა თავში მომდიოდა აზრები „ალბათ ამათი მშობლები რა დღეში არიან და მაინც რა გასაკვირია როგორ ახერხებენ სიცილს რომ ბავშვებმა არ იგრძნონ..“ ხო ძნელი ყოფილა.. ახლაც იგივე სურათია აქ.. არ ვიცი როგორ ახერხებენ ამას დიდი ძალა ჭირდება. არ მჯერა რომ დღეს მათ ადგილას ვართ. ეს ფოტო სამი დღის წინ გადავიღე პირველად რომ დავრჩი ღამე მარტო დერეფანში. ისეთი შეგრძნება იყო ალბათ პატიმრებს რომ ეუფლებათ როცა მიუსჯიან და პირველად გადაყავთ ციხეზე. ლამისაა გასკდე ამ დროს ვინმე გამოივლის და სახეზე თავაზიან ღიმილს ინარჩუნებ..

კარგი ის არის რომ ბავშვი ჯერ ვერაფერს იაზრებს და ვერც მიხვდება ისე მოვაგვარებთ ამ პრობლემას.. ყველაზე მეტად შენზე ვდარდობ ნათ მარტოები არ ვართ და ამას ძალიან ძლიერად ვგრძნობთ

უღრმესი მადლობა ყველას ახლობლებს უცნობებს.. ვამაყობ თქვენით ბრავო ! თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა ძალას გვმატებთ.. გპირდებით რომ ჩვენც თქვენსავით სამაგალითოდ მოვიქცევით როცა სხვას დაჭირდება მხარდაჭერა ჩვენი კაცოც რათქმაუნდა ასე მოიქცევა თავის დროზე "

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილს, 1 წლის ალექსი პატურაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

ბიჭუნას ცოტა ხნის წინ ღვიძლზე სიმსივნური წანაზარდი აღმოაჩნდა, რისთვისაც აუცილებელია სასწრაფო მკურნალობა, მკურნალობისთვის კი კოლოსალური თანხებია საჭირო

ბავშვი ამჯერად იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული და საჭიროებს სასწრაფოდ გადაყვანას საზღვარგარეთ

ანგარიშის ნომერია: GE54BG0000000161812619 (საქართველოს ბანკი);

მიმღები ბექა პატურაშვილი (ალექსის მამა).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები