2 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

9 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს სასიამოვნო ნაცნობობა და საქმეში წარმატება გელით. თუ წინა თვეებში თანამშრომლებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება შეძელით, შეგიძლიათ, ხელსაყრელი მომენტით ისარგებლოთ და ხელმძღვანელ პოზიციაზე თქვენი ყოფნა გაამყაროთ.

კურო
ოჯახში მოსალოდნელია მცირე უსიამოვნება, რაც დაკავშირებული იქნება ბავშვების აღზრდასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. ეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ და ბრაზი დაიცხროთ. ამის ნაცვლად, ყურადღება მიაქციეთ, როგორ კვებავენ, ასწავლიან და ექცევიან თქვენს შვილებს ბაგა-ბაღსა თუ სკოლაში.

 

ტყუპები
რთული დღე გელით: მოსალოდნელია დიდი სკანდალი, რაც არსებული კონტაქტების გაწყვეტით დასრულდება. თავი შეიკავეთ არასერიოზული ურთიერთობებისა და ფლირტისგან, რაც შეიძლება ცუდად დამთავრდეს. სიფრთხილე გამოიჩინეთ საყოფაცხოვრებო ქიმიასთან, ალკოჰოლთან და მედიკამენტებთან.

 

კირჩხიბი
შესაძლოა, კირჩხიბი ძლიერი წნეხის ქვეშ აღმოჩნდეს, რაც საკუთარი თავის რწმენას დაუკარგავს. არადა, ეს წარმატების მისაღწევად აუცილებელი პირობაა. იმედს ნუ დაკარგავთ და ისე იმოქმედეთ, როგორც საჭიროდ მიიჩნევთ.

 

ლომი
ბევრ ლომს ყოველდღიური საქმეები უკეთ გამოუვა, ვიდრე სამომავლო გეგმების შედგენა. კარგი დღეა მავნე ჩვევებზე უარის თქმისა და გამაჯანსაღებელი პროგრამების დასაწყებად. ეცადეთ, გუშინდელ პრობლემებსა და გაუგებრობაში გაერკვეთ. კარგი დღეა შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისა და ელექტრონული ფოსტით ინფორმაციების გაცვლისთვის.

 

ქალწული
შესაძლოა, ამ დღის მოვლენებმა თავბრუ დაგახვიოთ. ბევრს პრიორიტეტული მიმართულებების არჩევა გაუჭირდება. ეცადეთ, მოვლენებს „გარედან“, უცხო ადამიანის თვალით შეხედოთ. ასე მოვლენებს უკეთ და ობიექტურად შეაფასებთ.

 

სასწორი
ეს დღე ცვლილებებთან ასოცირდება. მოემზადეთ „ვულკანური“ სამუშაოსთვის, საცხოვრებელი ადგილის ან სამსახურის შესაცვლელად. შესაძლოა, ფირმა, რომელშიც მუშაობთ, დაიხუროს, თუმცა, ამის შესახებ თქვენი ინფორმირება დაავიწყდეთ. არ ინერვიულოთ, რადგან საკუთარ თავს ახალ სიტუაციაში იპოვით. ამიტომ მზად იყავით ყველაფრისთვის.

 

მორიელი
ამ დღიდან მარსი აქტიურდება, რაც მორიელებს აგრესიულს გახდის. ბევრს უსიამოვნო, სერიოზული საუბარი ელოდება. სცადეთ, ობიექტურად შეაფასოთ სიტუაცია, გამოიჩინოთ ტაქტი და კეთილგანწყობა. ნუ გადაიტანთ საკუთარ გაღიზიანებას გარშემომყოფებზე და იყავით ფრთხილი სარისკო სიტუაციებში.

 

მშვილდოსანი
ეს დღე შესანიშნავია წარმატებული კარიერისა და მატერიალური კეთილდღეობის მისაღებად. თქვენთვის აუცილებელია პარტნიორული ურთიერთობები, რადგან კოლეგების დახმარება და ძალისხმევის გაერთიანება საოცარ სარგებელს მოგიტანთ.

 

თხის რქა
სამწუხაროდ, ეს დღე სიცრუესთან, ილუზიასთან და არაგულწრფელობასთან ასოცირდება, რაც სიმშვიდეს დაგაკარგვინებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, არ ჩავარდეთ დეპრესიაში და ბედისწერის ხუმრობებს სიცილით შეხვდეთ.

 

მერწყული
ამ დღეს განათლების მიღებაზე იქნებით ორიენტირებული და სამყაროს შექმნის კონცეფციის შესწავლასაც შეეცდებით. მოიძიეთ ინფორმაციები სხვადასხვა წყაროში, გაეცანით სხვადასხვა მოსაზრებებს, ამგვარად ჭეშმარიტებამდე და ოქროს შუალედამდე მისვლა გაგიმარტივდებათ, მაგრამ შეეცადეთ, ამ პროცესმა არ დაგაბნიოთ.

 

თევზები
ლექციები და სემინარები წარმატებით ჩაივლის. შესაძლოა, ახალ ვალდებულებებზე გადახვიდეთ ან ახალი სამსახური ნახოთ. ნუ მოგერიდებათ საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება. ინტუიცია სანდო და დამაჯერებელ გამოსავალს გაპოვნინებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები