2 2 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"დეკანოზის მდგომარეობა კრიტიკულია, არც მედიკამენტები, არც პროცედურები, რომლებიც სჭირდება"

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა:

 „დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც კრიტიკულია. ნაომარი, ხეიბარი ვეტერანები რომ არიან, ასეთ მდგომარეობაშია. მარჯვენა ხელ-ფეხი აქვს უმოქმედო და ფორმაც კი დაკარგული აქვს. მარცხენა და მარჯვენა მხარე ერთმანეთისგან განსხვავდება. გადაადგილება უჭირს და საკაცით ჩამოჰყავთ. არც ჯდომა შეუძლია. წოლით მდგომარეობაშია. ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი, რომ სამედიცინო დახმარება არ მიიღოს, კომუნიკაცია ვერ დაამყაროს, ვისთანაც უნდა. „გესტაფოს“ პერიოდში შექმნილი პირობები საქართველოში 21-ე საუკუნეშიც მოქმედებს...

მას მიზანმიმართულად უტარდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან შეუსაბამო მკურნალობა. თითქმის არაფერს აკეთებენ. იმ პროცედურებსა და გარემოს, რაც დეკანოზს სჭირდება, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვერ იღებს. მათ არ გააჩნიათ არც მედიკამენტები და არც სპეციალისტები, რაც დეკანოზს სჭირდება“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები