1 7 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ბორჯომის მერის ბაკურიანში წყლის დეფიციტზე:"ერთი კაცი და ორი კაცი ერთი და იგივე რაოდენობის წყალს მოიხმარს?"

ბორჯომის მერის, ლევან ლიპარტიას თქმით, ბაკურიანში წყლის დეფიციტი დამსვენებელთა სიმრაველემ გამოიწვია. 

"ხალხი ვინაიდან ბევრი იყო, მაგასთან დაკავშირებით გრაფიკით მიდიოდა წყალი. ერთი კაცი და ორი კაცი ერთი და იგივე რაოდენობის წყალს მოიხმარს? მიზეზები წყალმომარაგების კომპანიასთან უნდა გაარკვიოთ, ეს არაა მერიის კომპეტენცია", - განაცხდა TV პირველთან ლევან ლიპარტიამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა ბაკურიანში წყლის დეფიციტია და სასტუმროების ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება, ნაწილს კი წყალს სახანძრო მანქანები აწვდის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები