0 1 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მწვავე ვირუსით თბილისში, 8 წლის ბავშვი დაიღუპა

მწვავე ვირუსული ინფექციის შედეგად თბილისში, თემქაზე მდებარე პედიატრიულ კლინიკა „პრივატ კლინიკაში" 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა. 

ექიმების თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე მძიმე იყო - ცხელება, სუნთქვის უკმარისობა და ყელის ტკივილი. 

"3-დღიანი ანამნეზით შემოვიდა. ბავშვს დაავადება დაეწყო ცხელებით, ყელის ტკივილით. შემოსვლისას ყურადღებას იპყრობდა სუნთქვის უკმარისობის კლინიკა. ძალიან სწრაფად პროგრესირებდა. გადაყვანილი იქნა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დაიწყო შესაბამისი მკურნალობა, მდგომარეობა გაუარესდა ძალიან სწრაფად და პოლიორგანული უკმარისობის ფონზე გარდაიცვალა,"- ამბობს კლინიკის ექიმი ოლიკო გახელაძე. 

მისივე თქმით, ვირუსის იდენტიფიცირება არ მომხდარა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამოკვლევა დაიწყო.    


კომენტარები

მსგავსი სიახლეები