1 0 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სადაც შვილმკვდარი მამა ტირის, იქ ფული როგორ ვაკეთოთო - გარემოვაჭრეები სოლიდარობის ნიშნად, ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესზე მივიდნენ

ჟურნალისტი და წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი,  სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს:


"გარემოვაჭრეების გადაყვანა ხომ უნდოდათ რუსთაველზე, ჰოდა რამდენიმე
არ გადავიდა. სადაც შვილმკვდარი მამის კარავი იყო, იქ გაყიდული არაფერი შეგვერგებაო.

ამ ამბავში ვინც მათ დაცვას ცდილობდა (ლაშა ჩხარტიშვილი) დააკავეს, ეს ბებოები ადგნენ და წავიდნენ ლაშას სასამართლო პროცესზე. თუ გირაოს შეუფარდებენ ფულს შევუგროვებთო.

კედელ-კედელ დავდივარ და ვეძებ ამ ბებოების ამბებს, რომელიც ყველაზე კეთილი მეზღაპრის დაწერილი მგონია. დაიმახსოვრეთ სახეებზე და თუ რუსთაველზე მოხვდებით, აი ნაძვის ხისკენ, მოძებნეთ ეს საოცარი ადამიანები და ერთი რამ მაინც იყიდეთ მათგან."

შეგახსენებთ, რომ მერიის მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედანზე მყოფ გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვებას და პარლამენტის წინ განლაგებულ დახლებზე გადასვლას სთხოვდნენ. გარემოვაჭრეების ნაწილი კი აცხადებდა, რომ მათ არ სურთ ვაჭრობა იქ, სადაც შვილმოკლული მამის საპროტესტო კარავი იდგა.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები