1 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

27 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ახალ წელს ზოგჯერ ახალი მღელვარება მოაქვს. სასიყვარულო სფეროში ვნებების ქარიშხალია, მაგრამ ვინ თქვა, რომ ეს ცუდია? მოვლენებს ნუ დააჩქარებთ და დინებას მიჰყევით. თუ ახალი რომანი იწყება, ასე იყოს, თუ არა და იქნებ, ასე ჯობია…

 

კურო
სახლი თქვენი სითბოთი და მზრუნველობით სავსეა. მიუხედავად იმისა, რომ არავის ელით, დღის მეორე ნახევარში სასურველი სტუმარი მოგივათ. ვარსკვლავები ოჯახის კეთილდღეობაში გეხმარებიან, თქვენ მხოლოდ ბედს უნდა მიენდოთ.

 

ტყუპები
ეს დღე ახალი ცხოვრებისეული ციკლის საწყისია და შესაძლოა, ცხოვრების ახალ ეტაპს კარი ბოლომდე გაუღოთ. უმჯობესია, ყველა საქმე მომავალი კვირისთვის გადადოთ. ამჟამად სამუშაო განწყობა არ გაქვთ, რადგან ყველაზე მეტად პირადი ცხოვრების საკითხები გაღელვებთ.

 

კირჩხიბი
კირჩხიბების ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დგება, რომელიც ყოველთვის გემახსოვრებათ. საქმე მხოლოდ იმ მოვლენებს არ ეხება, რომელიც თავს გადაგხდებათ, არამედ, უფრო თქვენს შინაგან სამყაროს. ყველაფერი კარგად იქნება, თუ თავის მოთოკვას და ემოციების კონტროლს შეძლებთ.

 

ლომი
საეჭვოა, რომ ამ დღეს სამსახურზე, კარიერაზე ან სახლის რემონტზე იფიქროთ. ფიქრებითა და ოცნებებით სიამოვნების ზღაპრულ სამყაროში ხართ, რაც მშვიდ გარემოში დასვენებისთვის განგაწყობთ. ეცადეთ, დღე ყველაზე ახლობელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ, თუმცა ურთიერთგაგებას რომ მიაღწიოთ, კომპრომისებზე წასვლა მოგიწევთ.

 

ქალწული
ბევრი ქალწულისთვის წლის დასაწყისი ნათელი ემოციების, ძლიერი ვნებებისა და მძაფრი შეგრძნებების დრო იქნება. შესაძლოა, ძველი სიყვარული დაგიბრუნდეთ. საკუთარი სურვილების ნუ გეშინიათ, რადგან ახლა მთების გადაბრუნებასაც შეძლებთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ გარეგნობას. შანსი გაქვთ, გაცილებით წარმატებული გახდეთ.

 

სასწორი
ვარსკვლავები დატვირთულ და საინტერესო დღეს გპირდებიან. მას, ვინც შემოქმედებითი პოტენციალის მფლობელია, განსაკუთრებით გაუმართლებს. თუკი საკუთარ სიტყვებსა და ქმედებებზე პასუხისმგებლობას აიღებთ, თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვლება.

 

მორიელი
ახალი წლის პირველ დღეს უამრავ მიწვევას მიიღებთ ნათესავებისა და მეგობრებისგან. ამ დღეს არა მხოლოდ მიმზიდველი, არამედ იდუმალიც იქნებით. გაგიმძაფრდებათ ინტუიცია და დახვეწთ საუბრის მანერას. მოგეცემათ შესაძლებლობა, თავად აირჩიოთ, ვისთან დაიწყებთ თქვენი ცხოვრების ახალ პერიოდს.

 

მშვილდოსანი
ამ დღეს შესაძლოა, ძალიან გადაიღალოთ, რადგან ხალხმრავლობა და ხმაურიანი გარემო სიწყნარით ტკბობის საშუალებას არ მოგცემთ. თუმცა რას იზამთ? ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ თქვენი სახლის კარი მეგობრებისა და მეზობლებისთვის ღია უნდა იყოს.

 

თხის რქა
ახალი წლის დასაწყისი თქვენი ვარსკვლავური საათი იქნება. ეს დღე შესანიშნავია საოჯახო დასვენებისთვის და მოგზაურობისთვის. თქვენთვის იდეალურია მთიანი კურორტები, სადაც ბევრი მზეა.

 

მერწყული
წლის პირველ რიცხვებში დღესასწაული გრძელდება და მასთან ერთად მისალოცი „მარათონიც“. სტუმრების მიღებას დიდ დროსა და ძალისხმევას დაუთმობთ. მშვიდი დასვენების საშუალება, სავარაუდოდ, არ მოგეცემათ. იქნებ დამღლელი სტუმრიანობა მხიარულ საოჯახო წვეულებად აქციოთ.

 

თევზები
შეეცადეთ, აღადგინოთ გაწყვეტილი სანათესაო კავშირები, მეტი დრო დაუთმოთ ბავშვებს და ხანდაზმულ ნათესავებს. გამოიჩინეთ გულისხმიერება, ისწავლეთ მოთმინება და პატიება. მოერიდეთ ხანძართან და პიროტექნიკასთან ურთიერთობას, ასევე, ხალხმრავალ ადგილზე ყოფნას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები