1 5 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ამასაც დავძლევთ, უარესებისთვის გაგვიძლია და თქვენც გარწმუნებთ, რომ ამასაც მოვერევით "

ამასაც დავძლევთ, უარესებისთვის გაგვიძლია და თქვენც გარწმუნებთ, რომ ამასაც მოვერევით - ამის შესახებ განცხადება, ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა, რითაც სამი ქართული ტელევიზიისთვის ინკასოს დადების ფაქტს გამოეხმაურა.  
„რა თქმა უნდა, პრობლემები არსებობს, ვერ ვიხდით ვალდებულებებს, მათ შორის კრედიტს, მიმდინარე კომუნალურ თუ სხვადასხვა ტიპის გადასახადებს და ტელევიზიის ფუნქციონირებას ამით ექმნება საფრთხე. თუმცა ამასაც დავძლევთ, უარესებისთვის გაგვიძლია და თქვენც გარწმუნებთ, რომ ამასაც მოვერევით. ჩვენ ვითხოვდით სამართლიან მიდგომას, ვითხოვდით თანასწორობას და პასუხად მივიღეთ ინკასო. მე მაქვს ერთადერთი კითხვა - რატომ არ ადევს ინკასო „იმედისა“ და „მაესტროს“ ანგარიშებს, რომელზეც პასუხს არავინ არ ამბობს. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, იმიტომ არ აყადაღებდა 55- მილიონიანი დავალიანებების მქონე ტელევიზიებს, რომ მათ მუშაობა არ შეფერხებოდათ, როგორც ჩანს „ტვ პირველის“ და „კავკასიის“ მუშაობის შეფერხება ხელისუფლებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
ეს არ არის ადეკვატური კომპენსაცია იმის, რა უთანასწორო მდგომარეობაშიც გვაყენებენ იმ არხებს, რომლებიც ყოველთვის ვიხდიდით გადასახადებს, იმ არხებთან მიმართებაში, რომელთაც ჰქონდათ ძალიან გაუმართლებელი საბანკო უპირატესობა და წლების განმავლობაში იყვნენ გათავისუფლებულნი გადასახადებისგან. გუშინ გვითხრეს, რომ ხვალ შეგვხვდება მინისტრი, მე მისგან ველოდები იმის გარკვევას, თუ რა მდგომაროებაშია ის 55 - მილიონიანი დავალიანება იმიტომ, რომ მე მხოლოდ ამ დავალიანებასთან კონტექსტში განვიხილავ ჩვენს დავალიანებას“, - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები