1 6 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ვინ არის საფრანგეთის ციხეში გარდაცვლილი ქართველი მამაკაცი

საფრანგეთის ქალაქ ტულუზას ერთერთი გარეუბანის ფოქსის ციხეში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. 

ზუგდიდის მკვიდრი, 30 წლის ნიკა ქირია  გარდაცვლილი გუშინ იპოვეს.

როგორც გარდაცვლილის დედამ ფატიმა ლაგვილავამ განაცხადა, ოჯახს წუხელ ღამის სამ საათზე დაუკავშირდნენ და მომხდარის შესახებ უამბეს.

" საფრანგეთში სამუშაოდ წავიდა რომ ოჯახი ერჩინა. ხუთი თვე რაც ციხეშია, მალე გამოდიოდა ციხიდან.წუხელ დაგვირეკეს და გვითხრეს რომ თავი ჩამოუხრჩვია. სხვა დამატებითი დეტალები ჩვენთვის უცნობია. ვითხოვთ დახმარებას, რათა ცხედრის ჩამოსვენებაში ხელოსუფლება დაგვეხმაროს და მიცვალებულის დატირების საშუალება გვქონდეს,”- განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები