1 3 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ცხოველთა სასაკლაოზე, ვადაგასული, უვარგისი ხორცი აღმოაჩინეს, რომელიც დღეს ბაღებში უნდა შეეტანათ

ოზურგეთის სოფელ დვაბზუში, ცხოველთა სასაკლაოზე, ვადაგასული, უვარგისი ხორცი აღმოაჩინეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ ხორცი უკვე დალუქა. ვადაგასული ხორცი, ეტიკეტისა და საბუთების გარეშე, დღეს აჭარის საბავშვო ბაღებში უნდა შეეტანათ. ამის შესახებ ინფორმაციას “გურია TV” ავრცელებს.

ადგილი, სადაც ხორცი აღმოაჩინეს შპს “სოფოს” მიერ არის ნაქირავები, მაგრამ საიდან არის ხორცი შემოტანილი, ამ ეტაპზე, უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სეს-ის მიერ აღმოჩენილ ვადაგასულ ხორცზე გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 198ე მუხლით არის აღძრული, რაც ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანას ან რეალიზაციას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები