0 0 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მეორე დღეა ჯანდარის ტბაზე ორ მამაკაცს ეძებენ

ჯანდარის ტბაზე ორი ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული მხარე. მაშველები და მყვინთავები ტბაში ნავით არიან შესულები.

ადგილზე იმყოფებიან დაკარგულების ოჯახის წევრები. მათ მთელი ღამე მაშველებთან ერთად ტბის მიმდებარედ გაათენეს. სამძებრო ოპერაციებში დრონებიც ჩართეს.

დაკარგულ მამაკაცებს მაშველები მთელი ღამე ეძებენ.

21 და 27 წლის მამაკაცები ჯანდარის ტბაზე სანადიროდ იმყოფებოდნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი დილით ნავით ტბაში შევიდნენ და დინებამ წაიღო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები