1 2 : 3 5
 | 

საზოგადოება

"ბაგა-ბაღებისთვის ძროხის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის მიწოდებაში ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ სცნეს"

ბაგა-ბაღებისთვის ძროხის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის მიწოდებაში ბრალდებულს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს:

 "ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების გზით ბაგა-ბაღებისთვის ძროხის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის მიწოდებაში ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის ოქტომბერში, შპს „ელენიკო“-ს დირექტორმა ნ.მ-მ ყალბი ვეტერინარული მოწმობებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების გზით, სამტრედიის N4, N5 და სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საბავშვო ბაგა-ბაღებს, ძროხის ხორცთან ერთად მოტყუებით მიაწოდა ცხენის ხორციც.

სამართალდამცველებმა ნ.მ. 2019 წლის 27 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება), 219-ე მუხლის პირველი ნაწილით (მომხმარებლის მოტყუება), 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ორი ეპიზოდი) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა"

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 23:40

    “აუცილებელია, სამოქალაქო საზოგადოება ფეხზე დადგეს ...

    დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს:” როგორც ვრცელდება ინფორმაცია, პუტჩის და სამოქალაქო ომის ერთერთ ორგანიზატორს, თენგიზ სიგუას თბილისის სიონის ტაძარში დაასვენებენ. ადამიანს, რომელიც, როგორც ცნ...

  • 23:38

    ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საელჩო აფრთხი...

    ინეთში გავრცელებულ "კორონავირუსთან" დაკავშირებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ქალაქ უხანში გამგზავრებისგან, რადგან უხანი წარმოადგენს ინფექციის წ...

  • 23:37

    23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი...

    ვერძიოჯახში ჰარმონიული სიტუაცია საქმის საბოლოო წარმატების გარანტია. თქვენს სურვილებსა და შესაძლებლობებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა, ამიტომ ხარჯი შემოსავალს აჭარბებს.კუროეცადეთ ოჯახს მეტი ყურადღე...

  • 18:27

    "ქრისტიანის სტატუსსა და წოდებას ვერავინ წამართმევს...

    ქრისტიანის სტატუსსა და წოდებას ვერავინ წამართმევს. ეს არ არის კანტორა, ან გინდაც რომელიმე კონკრეტული გვარების თუ შიოლაშვილების - ამის შესახებ მღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ მისთვის მღვდელმოქმედების აკრ...

  • 17:14

    პატრიარქმა მამა ანდრია სარიას მღვდელმოქმედება შეუწ...

    ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს გარემოცვის წევრს და ჭყონდიდის ეპარქიის ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარს, მამა ანდრია სარიას მღვდელმოქმედება შეუწყვიტეს.საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ...

  • 16:34

    თოვლი, ქარი და 5-ბალიანი შტორმი - ხვალიდან საქართვ...

    23 იანვრიდან 25 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ...

  • 16:17

    "ბიძინას ბოსტანი" - წარწერა პარლამენტთან დამონტაჟ...

    პარლამენტის წინ დედაქალაქის მერიის მიერ დამონტაჟებულ ღობეზე მოძრაობა "სირცხვილიამ"  წარწერა - "ბიძინას ბოსტანი" გააკეთა.  პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც რამდენიმე თვის განმავლობ...