2 0 : 1 2
 | 

საზოგადოება

ილია მეორე - მიყვარხარ საქართველო

მიყვარხარ საქართველო-, ამის შესახებ საქართველოს კათოკიოს პატრიარქმა ილია მეორემ მეტეხის ხიდზე ბრძანა, სადაც ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით ღონისძიება მიმდინარეობს.

პატრიარქმა "მიყვარხარ საქართველო" სამჯერ გაიმეორა.

მეტეხის ხიდზე მოწამეთა ხსენების დღესთან დაკავშირებით პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად, საზეიმო პარაკლისი გადაიხადა. მოწამეთა ხსენების დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე იმყოფებიან სხვადასხვა ეპარქიების უმაღლესი სასულიერო წარმომადგენლები. მათ შორის არიან, ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი, გორისა და ატენის მიტროპილიტი, მეუფე ანდრია და ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი.

ასი ათასი ქართველი ჯალალედინის ბრძანებით სარწმუნოებისთვის 1227 წელს ეწამა. მათ მეტეხის ხიდზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და უფლის ხატების შეურაცხყოფა და სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვეს. უარის მიღების გამო, მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები