0 3 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პეტრე ცაავა: საკურთხევლებში სტიქაროსნებს აუპატიურებენ

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი სკანდალური განცხადებების კეთებას აგრძელებს. ამჯერად ყოფილი მიტროპოლიტი „მთავართან“ ინტერვიუში ეკლესიებში არსებულ სოდომურ ცოდვებზე საუბრობს.
 პეტრე ცაავას თქმით, არის ფაქტები,როდესაც საკურთხეველში სტიქაროსნებს აუპატიურებდნენ. 

 „მე ვთქვი, არის ფაქტები, რომ ტაძარში, საკურთხევლებში აუპატიურებენ სტიქაროსნებს და მსახურებს, თუ სხვებს. თუ დავიწყებთ ამაზე მსჯელობას, უნდა დავიწყოთ ეკლესიით. ეკლესიით უნდა დაიწყოს განწმენდა - გათავისუფლება ცოდვისგან. არ შეიძლება უზნეობას ებრძოდე ორი ხელით - ერთი ხელით მფარველობდე საპატრიარქოში და მეორე ხელით ებრძოდე - აი კინოფილმთან მიმართებით რაც ხდება. შეუძლებელია ზნეობის დამყარება ორმაგი სტანდარტით“, - განაცხადა პეტრე ცაავამ „მთავართან“ ინტერვიუში. 

შეგახსენებთ, სინოდის სხდომაზე, რომელიც 31 ოქტომბერს ჩატარდა, ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პატრიარქი სოდომურ ცოდვაში ამხილა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები