0 6 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეზე გაუშვეს ეს ფილმი, ილიამ ამისთვის იწვალა?

„მე ვაპირებდი მისვლას და პროტესტის გამოხატვას. მაგრამ, როდესაც დავინახე ის მდგომარეობა, იქ მისვლაზე უარი ვთქვი. არ შეიძლება ქრისტე ასე დაიცვა, ქრისტეს გინებით, ძალადობით ვერ დაიცავ, - ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

„ფილმი გავიდა ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეზე. წარმოიდგინეთ, ილია ჭავჭავაძემ ამისთვის იწვალა? ამისთვის ესროლეს ტყვია? ამისთვის მოკლეს წიწამურის ველზე, რომ ასეთი საზოგადოება ჰყოლოდა მას და ასეთი ქვეყანა გვქონოდა?! ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეზე გაუშვეს ეს ფილმი. პროტესტი რა არის იცით? შენ უნდა მიხვიდე, დადგე და თქვა, მე ამას ვაპროტესტებ, მიუღებელია მამათმავლობის ქადაგება, ეს არის უმძიმესი ციდვა. რა ხელოვნების ნიმუში?! ეს არის გარყვნილების ნიმუში, მდაბიო ფილმია, რომელიც მამათმავლობას ქადაგებს,-ამბობს მამა შალვა კეკელია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები